Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებს გააცნობს სამალავში აღმოჩენილ ვიდეომასალას


შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს გააცნობს. როგორც "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, შეხვედრა სამინისტროში 14:00 საათზე დაიწყება და ის მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავებში ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.
XS
SM
MD
LG