Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პატიმრობა ვერ აიცილა


იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვერ მოახერხა თავი აერიდებინა ერთწლიანი პატიმრობისათვის, რომელიც მას გადასახადების დაფარვისათვის მიუსაჯეს. 2012 წლის ოქტომბერში, იტალიის სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით ეს ვადა ერთ წლამდე შეამცირა. ბერლუსკონის ადვოკატები განაჩენის გაუქმებას მოითხოვენ და აცხადებდნენ, რომ მოსამართლემ სასამართლო პროცესზე შეცდომა დაუშვა, თუმცა იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ ადვოკატების თხოვნა – ჩატარებულიყო ხელახალი პროცესი, არ დააკმაყოფილა. განაჩენთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას შემოდგომაზე უმაღლესი სასამართლო მიიღებს. იტალიის ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ სხვა არაერთი საქმეც არის აღძრული. 2013 წლის მარტში მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს უკანონოდ წარმოებული მოსმენების გამო. ეს განაჩენი ჯერ კიდევ არ შესულა ძალაში. გარდა ამისა, გამოძიება ბერლუსკონის არასრულწლოვან სექსმუშაკთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG