Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში 11 ადამიანს მიესაჯა პატიმრობა ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებისთვის


სხვადასხვა ვადით მიესაჯა პატიმრობა ჩინეთში 11 ადამიანს, რომლებიც დამნაშავედ ცნეს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებაში ქვეყნის დასავლეთით, სინძიან-იუღურეთის ავტონომიურ რეგიონში. ყველა მათგანი იუღურეთში მცხოვრები მუსლიმანია. როგორც ჩინეთის ხელისუფლება იტყობინება, რამდენიმე დამნაშავე ინტერნეტს იყენებდა იმისთვის, რომ გაევრცელებინა მოწოდებები „ისლამური წმინდა ომის“ დასაწყებად. 2009 წელს ჩინეთის ამ რეგიონში გამართული მასობრივი არეულობების დროს 200-მდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG