Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ავღანეთის პრეზიდენტს ესაუბრა თალიბანთან მოლაპარაკების საკითხზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ესაუბრა თალიბანთან მოლაპარაკების საკითხზე უთანხმოების მოსაგვარებლად. კარზაი ოთხშაბათს დაიმუქრა თალიბანთან აშშ-ის მოლაპარაკების ბოიკოტით და განაცხადა, რომ წყვეტს ვაშინტონთან მოლაპარაკებას შეთანხმებაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ. კარზაის ადმინისტრაციის უკმაყოფილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სამშაბათს თალიბანმა ყატარში გახსნა ოფისი, რომლისთვისაც იყენებს სახელწოდებას „ავღანეთის ისლამური საამირო“ - სახელწოდებას, რომელსაც 1996-2001 წლებში, ავღანეთის მმართველობისას იყენებდა. ხოლო ჰამიდ კარზაი მოითხოვს, რომ ქაბული გაუძღვეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ყატარის ხელისუფლებამ გასცა განკარგულება თალიბანის ოფისიდან სახელწოდების მოხსნის შესახებ. ამერიკელი ოფიციალური პირების ვარაუდით, თალიბანთან მოლაპარაკება რამდენიმე დღეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG