Accessibility links

logo-print

რუსეთი უარყოფს მის მიმართ ტრეფიკინგის გამო გამოთქმულ კრიტიკას


მოსკოვი „აღშფოთებას“ გამოთქვამს მკაცრი კრიტიკის გამო, რომელიც მისკენ არის მიმართული ადამიანებით ვაჭრობის პრობლემაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. ანგარიშში რუსეთს, ისევე როგორც უზბეკეთს და ირანს - გაუარესებული მაჩვენებლები აქვს ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი ვერ ასრულებს მინიმალურ მოთხოვნებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მხრივ. ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში ასახავს ვითარებას 188 ქვეყანაში. ისინი სამ ჯგუფად არიან დაყოფილი. რუსეთი, ისევე როგორც ჩინეთი, ზიმბაბვე, ჩრდილოეთი კორეა, უზბეკეთი, ირანი ყველაზე დაბალრეიტინგიან ჯგუფში მოხვდა. მეორე ჯგუფშია საქართველო, ისევე როგორც აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუმინეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა 90 დღის განმავლობაში გადაწყვეტს აამოქმედებს თუ არა სანქციებს ყველაზე დაბალრეიტინგიანი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო უწყების დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს მეთოდოლოგიას, რომლის საფუძველზეც მსოფლიოს ქვეყნები ჯგუფებად არიან დაყოფილი - ვაშინგტონის სიმპათიის მიხედვით. საგარეო უწყება აღნიშნავს ასევე, რომ მოსკოვი „ადეკვატურად უპასუხებს“ ანგარიშში გამოთქმულ შეფასებას.
XS
SM
MD
LG