Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი მზად არის პატიმრების გასაცვლელად


ავღანეთის თალიბანი აცხადებს, რომ მზად არის, 2009 წელს დატყვევებული ამერიკელი ჯარისკაცი გაცვალოს ხუთ თალიბში, რომელიც გუანტანამოს საპატიმროში იმყოფება. ყატარში თალიბანის ახალი ოფისის წარმომადგენელმა, შაჰინ სუჰაილმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“, რომ ტყვეების გაცვლა არის პირველი საკითხი თალიბანის დღის წესრიგში, ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებამდე. ამერიკელი ოფიციალური პირების და თალიბანის მოლაპარაკების დაწყებას მიმდინარე კვირაში მოელოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, პროცესი ყოვნდება. ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ის არ გააგზავნის წარმომადგენლებს ყატარში, თუ ავღანეთის მხარე არ გაუძღვება სამშვიდობო მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG