Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია: ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორ ჩამოყალიბდა მასობრივი სადიზმის ინსტიტუტები


საქართველოში ბოლო წლებში იქმნებოდა სადიზმის ინსტიტუტები და ამ პროცესის სამაგალითოდ გასამართლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ მთელი კაცობრიობისთვისაც - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორ ჩამოყალიბდა მასობრივი სადიზმის ინსტიტუტები, რათა ნებისმიერმა საზოგადოებამ შეძლოს ძალადობის ამგვარი სისტემის შექმნის პრევენცია. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოში ტერორიზმის და სადიზმის ინსტიტუტების შექმნის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ შს-თა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, არამედ ქვეყნის პრეზიდენტსაც.
XS
SM
MD
LG