Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი წუხს, რომ მის მთავრობაში „სადისტები და მოძალადეები“ შეიპარნენ


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ფირებში, არის ასახული ძალიან მძიმე დანაშაული და რა თქმა უნდა ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დასაჯონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ვიდეომიმართავში განაცხადა. „ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას უბედურების და საზიზღრობის კუნძული. ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები. რა თქმა უნდა ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს. ამიტომ, ძალიან კონკრეტული მიდგომა უნდა იყოს ამ ხალხის მიმართ. მათ ხელი არ უნდა დააფარონ",-განაცხადა სააკაშვილმა. ამასთან საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ბოლო დრომდე არ იცნობდა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ქარდავას და გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით ჩხატარაშვილს, რომლებიც,პრეზიდენტის თქმით, „ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ახალ მთავრობასთან“.
XS
SM
MD
LG