Accessibility links

logo-print

ბრაზილიაში მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა


ბრაზილიაში, ცნობების თანახმად, ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა ანტისამთავრობო აქციებზე. ცნობების თანახმად, სან-პაულუში დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი, როცა ავტომანქანა დაეჯახა დემონსტრანტებს. რიო დე ჟანეიროში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა აქციის წინააღმდეგ, დედაქალაქ ბრაზილიაში უშიშროების ძალები დაუპირისპირდნენ დემონსტრანტებს, რომლებიც საგარეო უწყებაში შეჭრას შეეცადნენ. ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა პარასკევს მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. დემონსტრაციები დაიწყო ტრანსპორტის გაძვირების გამო უკმაყოფილების გამოხატვით და გადაიზარდა გამოსვლებში, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ კორუფციასა და ფეხბურთში მსოფლიოს მომავალი წლის ჩემპიონატისათვის მზადებასთან დაკავშირებულ დიდ ხარჯებს. დემონსტრანტები ფინანსური რესურსების განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში ხარჯვას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG