Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 13 ადამიანი დაიღუპა შიიტურ მედრესეზე თავდასხმის შედეგად


პაკისტანის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა შიიტი მუსლიმების მეჩეთისა და სასულიერო სემინარიის წინააღმდეგ მიმართული აფეთქების შედეგად. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო მედრესესთან, რომელიც ქალაქ ფეშავარის გარეუბანში მდებარეობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელმა ჯერ სროლა დაუწყო მცველებს, ვიდრე მეჩეთში შეიჭრებოდა. იქ 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა სალოცავად და ქადაგებას უსმენდა, როცა აფეთქება მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG