Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი უარყოფს აზერბაიჯანში პოლიპატიმრების არსებობას


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უარყოფს მის ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას. ბრიუსელში ვიზიტისას, ალიევმა არასწორი უწოდა ცნობებს აზერბაიჯანში სიტყვის, ან მედიის თავისუფლების შეზღუდვის და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შესახებ. ალიევის ეს განცხადება მოჰყვა ჩვენი რადიოს კორესპონდენტის შეკითხვას დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ილკარ მამადოვის შესახებ. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე არსებობს ყველა პირობა ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. ჟურნალისტების შეკითხვებს ალიევთან ერთად პასუხობდა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუ, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანი შესაძლოა, სრულად არ შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ აღსანიშნავია პოზიტიური ცვლილებები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ალიევისა და ბაროზუს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბევრი ითქვა ერენგეტიკული უსაფრთხოების კუთხით აზერბაიჯანისა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე.
XS
SM
MD
LG