Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს


თურქეთი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს აკრიტიკებს ცნობის გამო, რომ ბერლინმა დაბლოკა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე თურქეთთან მოლაპარაკების ახალი ეტაპის დაწყება. თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხთა მინისტრის, ეგემონ ბაგისის შეფასებით, მერკელი ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ თურქეთის სწრაფვას იყენებს „პოლიტიკურ მასალად“ გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიისათვის. გერმანიაში სექტემბერში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. დიპლომატები აცხადებენ, რომ ბერლინმა ხუთშაბათს მიმართა ზომას ევროკავშირში გაწევრიანებაზე თურქეთთან მოლაპარაკების ახალი ეტაპის დასაბლოკად. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირში თურქეთის შესვლას. მოწინააღმდეგებს შორის გერმანია და საფრანგეთი არიან.
XS
SM
MD
LG