Accessibility links

დავით ზალკალიანი ეუთოს უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა


საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებზე ვენაში, ეუთოს უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მან კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ხედვა ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად ორგანიზაციის როლის გაძლიერების შესახებაც. ამავე კონფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა და კონფლიქტების საკითხში ორგანიზაციის როლის გაძლიერება. რუბინმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მონიტორინგის საერთაშორისო მისიის, პირველ ყოვლისა, ევროკავშირის მეთვალყურეთა დაშვება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვენაში გაიმართა დავით ზალკალიანის შეხვედრები ერიკ რუბინთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან და ორგანიზაციაში შვეიცარიისა და სერბიის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG