Accessibility links

logo-print

არასამთავრობო სექტორი ფარული ჩანაწერების განადგურების გადადებას მოითხოვს


უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების ინიციატივა არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა სპეციალური კომისიის წევრმა, "საერთაშორისო გამჭვირვლობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. მისი განმარტებით, საზოგადოების ნაწილში არსებობს პოზიცია, რომ დანაშაული სისტემურ ხასიათს არ ატარებდა და არსებობდა უკანონო ჩანაწერების მოპოვების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. ”ამიტომ, გვსურს საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ეს ასე არ არის და დიპლომატებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების წევრებთან გაიმართება შეხვედრები, სადაც დანაშაულის მასშტაბურობის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდებათ” - განაცხადა ეკა გიგაურმა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომ დანაშაული სისტემური არ ყოფილა, ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტს შეუძლია მასშტაბის შესახებ ინფორმაცია თავადაც მიიღოს.
XS
SM
MD
LG