Accessibility links

რუსმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს უცხოელ ერთსქესიან წყვილებზე ბაშვების გაშვილების აკრძალვას


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა უცხოელ ერთსქესიან წყვილებზე ბავშვების გაშვილების აკრძალვას. კანონპროექტი პარასკევს ბოლო მოსმენით დაამტკიცეს. ის კრძალავს რუსი ობლების გაშვილებას უცხოელ ერთსქესიან წყვილებზე და მარტოხელა უცხოელებზე იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც დაშვებულია ერთსქესიანი ქორწინება. კანონპროექტს ახლა პარლამენტის ზედა პალატა, ფედერაციის საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც, დამტკიცების შემთხვევაში, ის დასამტკიცებლად გადაეგზავნება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. პუტინს ნათქვამი აქვს, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს, პარლამენტში მისი დამტკიცების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG