Accessibility links

საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ ცხრა პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ზვიად ესებუამ პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს განსაზღვრას ითხოვდა. სხდომას ესწრებოდა ცხრიდან რვა ბრალდებული, რადგან ერთმა, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაკითხვისას თვითდაზიანება მიიყენა და ის საავადმყოფოში მოათავსეს.
XS
SM
MD
LG