Accessibility links

logo-print

კაიროში ათეულათასობით ისლამისტმა პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა


ეგვიპტის დედაქალაქის, კაიროს ქუჩებში ათეულათასობით ისლამისტი გავიდა პარასკევს, რათა მხარდაჭერა გამოეცხადებინათ ისლამისტი პრეზიდენტის, მოჰამად მურსისთვის, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ისლამისტურმა გაერთიანებებმა, რომელსაც სათავეში უდგას „მუსლიმთა საძმო“, გადაწყვიტეს პარასკევის დემონსტრაციის მოწყობა კაიროში. 30 ივნისისთვის მორსის მოწინააღმდეგებთა გამოსვლებია დაგეგმილი. პარასკევს თავდაცვის სამინისტროსთან მისულმა, მურსის მოპირისპირე დემონსტრანტებმა მოითხოვეს არმიისგან, ხელისუფლება აიღოს. მორსი ერთი წლის წინ აირჩიეს 2011 წელს პრეზიდენტ მუბარაკის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG