Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა „ეფ-ბე-აის“ ახალი დირექტორი დაასახელა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, „ეფ-ბე-აის“ ახალ დირექტორად ჯეიმს კომი დაასახელა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალი დირექტორი, ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუ ეს მოხდა, კომი შეცვლის რობერტ მიულერს, რომელიც უწყებას 2001 წლის სექტემრბის ტერაქტების შემდეგ მართავს. მულერი შემოდგომაზე დატოვებს თანამდებობას. კომი ჯორჯ ბუშის დროს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
XS
SM
MD
LG