Accessibility links

logo-print

აშშ-ის მთავრობა ედვარდ სნოუდენს ჯაშუშობაში სდებს ბრალს


აშშ-ის მთავრობამ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა ედვარდ სნოუდენს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილ კონტრაქტორს. ვაშინგტონი ჰონგ კონგს სნოუდენის დაკავებას სთხოვს. სნოუდენმა საჯაროზე გამოიტანა ინფორმაცია სატელეფონო და ინტერნეტზე თვალთვალის საიდუმლო პროგრამის შესახებ. პარასკევს გამოქვეყნებული სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, სნოუდენს ბრალი წაეყენა ჯაშუშობაში, ქურდობაში და გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში. ყველა ეს ბრალდება 10 წლამდე ითვალისწინებს პატიმრობას. როგორც იუწყებიან, აშშ ახლა სნოუდენის ჰონგ კონგიდან ექსტრადირებას შეეცდება. სნოუდენი ჰონგ კონგში გასულ თვეში ჩავიდა, მას შემდეგ რაც ჰავაიზე დატოვა თავისი სამსახური ეროვნული უშიშროების სააგენტოში. მან 9 ივნისს ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანთან“ საუბარში აღიარა გასაიდუმლოებული ინფორმაციის გავრცელება.
XS
SM
MD
LG