Accessibility links

logo-print

ინდოეთში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანი საჭიროებს დახმარებას


ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური ოპერაციები იმ ათასობით ადამიანის გადასარჩენად, რომლებსაც საფრთხეს უქმნის წყალდიდობა და მეწყერი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ოფიციალური ცნობით, ჰიმაჩალი პრადეშის რეგიონში 33,000-მდე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ათასობით სამხედრო, ისევე როგორც საჰაერო ძალების ვერტმფრენები. დაღუპულია სულ მცირე 560 ადამიანი, ათი ათასობით ადამიანი დაკარგულია. ბოლო 60 წლის განმავლობაში რეგიონში პირველად მოვიდა ასეთი ძლიერი წვიმა. პრემიერ მინისტრმა მანმოგჰან სინგჰმა რეგიონს 170 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა აღუთქვა.
XS
SM
MD
LG