Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შეტაკებას ექსტრემისტების რიგებში დანაკარგები მოჰყვა


ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე კუნდუზის პროვინციის ოფიციალური პირების თქმით, თალიბანის სულ მცირე 18 მებრძოლი იქნა მოკლული ავღანეთის უშიშროების ძალების მიერ შეტაკების დროს. როგორც პროვინციის პოლიციის პრეს-მდივანმა უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანის მეამბოხეებმა პარასკევს დღის მეორე ნახევარში მიიტანეს იერიში ყალაე ზალის უბანში მდებარე საპოლიციო გამშვებ პუნქტზე. ამავე წყაროს ცნობით, მოკლულია ერთი პოლიციელი და დაიჭრა კიდევ ერთი. იუწყებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე ექსტრემისტებს შორის უცხოელი მებრძოლებიც იყვნენ.
XS
SM
MD
LG