Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირიის მეგობართა“ ჯგუფმა მეამბოხეების დახმარების გადაწყვეტილება მიიღო


„სირიის მეგობრების“ სახელით ცნობილმა ქვეყნების ჯგუფმა, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უპირისპირდება, ყატარში გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყვიტა დაუყოვნებელი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს სირიელ მეამბოხეებს, რომლებიც ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დამხობისთვის იბრძვიან. 11 ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ყველა ქვეყანა ინდივიდუალურ ნაბიჯებს გადადგამს და „ადგილზე მოქმედ ოპოზიციას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ ყველა საჭირო მასალას და შეიარაღებას ... რათა მეამბოხეებმა შესძლონ რეჟიმის და მისი მოკავშირეების სასტიკი თავდასხმების მოგერიება“. გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი გმობს იმ როლს, რომელსაც კონფლიქტში ლიბანური შიიტური დაჯგუფება ჰესბოლა ასრულებს ასადის ძალების მხარდაჭერით. შეთანხმების ფონია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მიერ შაბათს ცოტა უფრო ადრე გაკეთებული განცხადება - რომ მეამბოხეებისთვის უფრო მეტი სამხედრო დახმარების მიწოდება კონფლიქტში არსებულ „დისბალანსს“ გამოასწორებდა. როგორც ვარაუდობენ, კერის მხედველობაში ჰქონდა მხარდაჭერა, რომელსაც ასადის რეჟიმს ირანი და რუსეთი უწევენ. სირიაში მეამბოხეებმა ბოლო პერიოდში უკან დაიხიეს მთავრობის ძალებთან ბრძოლაში. სირიიელმა აქტივისტებმა დღესაც გაავრცელეს ცნობები იმის თაობაზე, რომ მთავრობის ძალებმა გააძლიერეს შეტევა დამასკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ უბნებზე, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG