Accessibility links

logo-print

აშშ: თალიბანის ოფისი შეიძლება დაიხუროს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ყატარში ახლახან გახსნილი თალიბანის ოფისი შეიძლება დაიხუროს, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაიწყება. დოჰაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კერიმ ამ გასამხედროებული ჯგუფის მიმართ გამოთქვა ბრალდება, რომ ისინი სათანადო ძალისხმევას არ ავლენენ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. თუ თალიბანი ამ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, „შესაძლოა მოგვიწიოს დაფიქრება უნდა დაიხუროს თუ არა ოფისიო“, განაცხადა კერიმ. სახელმწიფო მდივნის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ თალიბანთან აშშ-ის სამშვიდობო მოლაპარაკება ამ კვირაში შექმნილი შეფერხების შემდეგ მაინც შედგებოდა. ყატარში თალიბანის ოფისისთვის შერჩეულმა სახელმა და თალიბანის თეთრი დროშის აღმართვამ ქაბულში მთავრობის მძაფრი გაღიზიანება გამოიწვია და ბოლოს ისინი შეცვალეს.
XS
SM
MD
LG