Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი ესტონურ გამოცემას ეუბნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან მიდის


ესტონეთის ყოველდღიური გამოცემა „Postimees“ თავის ვებსაიტზე აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან,სადაც პრემიერი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. „ვაპირებ მალე დავტოვო პოლიტიკა. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში დავრჩები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენგან ძალიან საინტერესო პრეზიდენტს აირჩევენ, პარლამენტს ძალიან კარგი სპიკერი ჰყავს. და მე მაქვს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვინ შეძლებდა ჩემი პოსტის დაკავებას. არ მსურს ფსონი მუდმივად ერთ კაცზე კეთდებოდეს, ეს ცუდი იქნება საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს სამი პოსტია და მჯერა, რომ ყველა მათგანი ღირსეულ ადამიანებს, დემოკრატებს ერგება. აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა (ამჟამინდელი მოსამართლეები სააკაშვილის მიერ არიან დანიშნული) და თავისუფალი მედია. ახალი სისხლია საჭირო“ - ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში, რომელიც ესტონეთის გამოცემა „Postimees“-მა გამოაქვეყნა. ზემოთ მოტანილი ციტატა გამოცემის რუსულენოვანი ვებსაიტიდან არის თარგმნილი.
XS
SM
MD
LG