Accessibility links

logo-print

ალბანეთში საარჩევნო უბანზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა


ალბანეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების დროს ჩრდილოეთის ქალაქ ლაჩში, ერთ-ერთ უბანზე სროლა მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი და ორის დაჭრა გამოიწვია. დაჭრილებს შორისაა მეჰილ ფუფი, პრემიერ-მინისტრ სალი ბერიშას დემოკრატიული პარტიის კანდიდატი. ბერიშამ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. როგორც იუწყებიან, სროლას წინ უძღოდა შეკამათება დემოკრატიული პარტიის მომხრეებსა და მემარცხენე სოციალისტური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის. არჩევნებმა, რომლითაც 140 ადგილიანი პარლამენტი უნდა შეივსოს, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ევროკავშირი აცხადებს, რომ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება იქნება ტირანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პირობა. ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს გააკეთა.
XS
SM
MD
LG