Accessibility links

logo-print

პაკისტანის ჩრდილოეთში სასტუმროზე მიიტანეს იერიში


პაკისტანის ჩრდილოეთში მდებარე სასტუმროზე შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს. პოლიციის ცნობით, მოკლულია ცხრა უცხოელი ტურისტი და პაკისტანის ერთი მოქალაქე. საქართველოს მედიაში გავრცელებული ცნობებით, თავდასხმას გადაურჩა იმავე რეგიონში, თუმცა სხვა ბანაკში მყოფი ორი ქართველი ალპინისტი, აფი გიგანი და ბიძინა გუჯაბიძე. თავდასხმა კვირას დილით ადრე მოხდა, გილგით-ბალთისტანის პროვინციაში. პაკისტანში უკრაინის ელჩი ადასტურებს ცნობას, რომ მსხვერპლს შორის ხუთი უკრაინის მოქალაქეა. კიდევ სამი დაღუპული, როგორც იუწყებიან, ჩინელები იყვნენ. ცოტა ხნის წინ ბიბისის რუსულმა რედაქციამ უარყო მანამდე გავრცელებული ცნობა, რომ ერთ-ერთი მოკლული რუსეთის მოქალაქე იყო. პაკისტანის თალიბანის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ თავდასხმა წარმოადგენდა პასუხს პაკისტანში უცხოეთიდან განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზე. გილგით-ბალთისტანის რეგიონი ესაზღვრება ჩინეთს და ქაშმირს და თავისი ბუნებრივი სილამაზით არის ცნობილი. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს რეგიონი პაკისტანის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად განიხილებოდა, თუმცა ბოლო დროს იქაც გახშირდა ექსტრემისტების შეტევები პაკისტანის შიიტური უმცირესობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG