Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორის განცხადებით, სნოუდენმა თავშესაფარი ითხოვა


ეკვადორის განცხადებით, აშშ-ის უშიშროების ყოფილმა კონტრაქტორმა, ედვარდ სნოუდენმა მას თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით მიმართა. ეს ცნობა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიკარდო პატინომ ტვიტერით გაავრცელა, ვიეტნამში ვიზიტით ყოფნისას. სნოუდენი დღეს მოსკოვში ჩავიდა ჰონგ-კონგიდან - სადაც მას შემდეგ იმალებოდა, რაც საჯაროზე გაიტანა ინფორმაცია აშშ-ის საიდუმლო ელექტრონული სათვალთვალო პროგრამების შესახებ. რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყებოდა, რომ სნოუდენი მოსკოვიდან სავარაუდოდ კუბაში გეგმავდა გამგზავრებას, კუბიდან კი ვენესუელაში ჩასვლას. აშშ-მა სნოუდენს ბრალი წაუყენა მთავრობის საკუთრების მოპარვაში, გასაიდუმლოებული ინფორმაციის განზრახ გამჟღავნებაში და თავდაცვასთან დაკავშირებული ცნობების უნებართვო გავრცელებაში. ცალ-ცალკე ყველა ეს ბრალდება ათ წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
XS
SM
MD
LG