Accessibility links

logo-print

ალბანეთის არჩევნებზე ორივე მხარე თავს გამარჯვებულად აცხადებს


ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და თავს გამარჯვებულად აცხადებენ როგორც პრემიერ-მინისტრ სალი ბერიშას მმართველი კოალიცია, ისე მემარცხენე ორიენტაციის ოპოზიცია, რომლის სათავეშიც სოციალისტი ედი რამა დგას. წინასწარი ოფიციალური შედეგები ორშაბათამდე არ გახდება ცნობილი. დღეს უფრო ადრე ჩრდილოეთის ქალაქ ლაჩში, ერთ-ერთ უბანზე სროლა მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიკვდილი და ორის დაჭრა გამოიწვია. დაჭრილებს შორისაა მეჰილ ფუფი, პრემიერ-მინისტრ სალი ბერიშას დემოკრატიული პარტიის კანდიდატი. როგორც იუწყებიან, სროლას წინ უძღოდა შეკამათება დემოკრატიული პარტიის მომხრეებსა და მემარცხენე სოციალისტური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის. არჩევნებმა, რომლითაც 140 ადგილიანი პარლამენტი უნდა შეივსოს, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ევროკავშირი აცხადებს, რომ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება იქნება ტირანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პირობა. ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს გააკეთა.
XS
SM
MD
LG