Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: ჩემი გადასვლით სამოქალაქო საზოგადოებაში საწყისი მუხტი გაჩნდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა თავისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ივანიშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნება და მთავრობას მისი დახმარება აღარ დაჭირდება. „უფრო საჭირბოროტო და საჭირო იქნება საზოგადოების განვითარება და ჩემი გადასვლა და გააქტიურება საზოგადოებაში, მოახერხებს იმას, რომ გაჩნდეს საწყისი მუხტი, რასაც ქვია სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის სტრატეგია და განვითარება“ - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერმა დასძინა, რომ ამას მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როცა ჩათვლის, რომ საამისოდ ვითარება დაალაგა და არ იქნება იმის განცდა, რომ მისი წასვლით მთავრობას ან ქვეყნის განვითარებას საფრთხე დაემუქრება. ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებს, გავრცელდა ინტერვიუდან, რომელიც პრემიერმა მისცა ესტონეთის ყოველდღიური გამოცემა „Postimees“-ს.
XS
SM
MD
LG