Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი დღეს ისრაელს ეწვევა ოფიციალური ვიზიტით


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსი" პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ქნესეთის წევრებს და ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებსაც შეხვდება. ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმშიც.
XS
SM
MD
LG