Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, ამ ინიციატივის განხორციელებას ის მიმდინარე კვირიდან დაიწყებს: "ვფიქრობ, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ პარლამენტში დაიწყოს პროცედურა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების თაობაზე. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ოთხშაბათსვე დავიწყებ ამ პროცედურის შესაბამის მოქმედებას. იმედი მაქვს, პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი სრულად დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას. ეს არის საჭირო არა იმისთვის, რომ სააკაშვილი აღარ იყოს პრეზიდენტი, ეს ისედაც ასე იქნება ოქტომბერში, არამედ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სრულად გააცნობიეროს დამნაშავე რეჟიმის დამღუპველი მოქმედება ქვეყნისათვის და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი, ვინც იყო ამ რეჟიმის არქიტექტორი", - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
XS
SM
MD
LG