Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატები იგეგმება


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც დღეს იხსნება და 28 ივნისამდე გასტანს, საქართველოს თემაზე დებატები იგეგმება. "საქართველოში სიტუაციის გაუარესების შესახებ" - ასეთია სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული დებატების თემა. დღის წესრიგის პროექტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, დღეს ბიურო გაიმართება, სადაც დღის წესრიგი უნდა დამტკიცდეს. სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკვე გაემგზავრა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროპელი კოლეგებისთვის სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერების გაცნობას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG