Accessibility links

logo-print

ამ კვირის ბოლოს დაიხურება პარლამენტის საგაზაფხულო სესია


მიმდინარე კვირის ბოლოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია, რომელიც თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება, ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. შესაბამისად, 28 ივნისის პლენარული სხდომა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ბოლო იქნება. საგაზაფხულო სესიის დასრულების მიუხედავად, დეპუტატები მუშაობის გაგრძელებას რიგგარეშე სესიის ფორმატში აპირებენ. ზაფხულში მუშაობის გაგრძელება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩვნებსაც უკავშირდება. კერძოდ, რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამიტომ უმრავლესობა გეგმავს, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებამდე და საარჩევნო კამპანიაში ჩართვამდე, კანონპროექტებზე მუშაობა ზაფხულის განმავლობაში დაასრულონ. წინასწარი ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომები მთელი ივლისის განმავლობაში ჩატარდება. პარლამენტში აგვისტოში შეკრებასაც არ გამორიცხავენ.
XS
SM
MD
LG