Accessibility links

საუდის არაბეთში დასვენების დღეებად პარასკევი და შაბათი გამოცხადდა


საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დასვენების დღეებად პარასკევი და შაბათი გამოაცხადოს. შესაბამის ბრძანებაში მეფე აბდალამ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო. საუდის არაბეთში მოღვაწე ბიზნესმენები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან. მათი განცხადებით, დასვენების დღეების გადატანა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. საუდის არაბეთი იყო ერთადერთი ქვეყანა სპარსეთის ყურეში, სადაც სამუშაო კვირა შაბათს იწყებოდა. თუმცა კონსერვატორებმა მეფის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის ვესტერნიზაციისკენ.
XS
SM
MD
LG