Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია


სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ჯეკობას ზუმას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად კრიტიკულია. იოჰანესბურგში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ზუმას დეტალებზე არ უსაუბრია. კვირას გავრცელდა ცნობა 94 წლის ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ზუმამ ის კვირას მოინახულა პრეტორიის საავადმყოფოში, რის შემდეგაც სამხრეთაფრიკელებსა და დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდა, ილოცონ მანდელასთვის. სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა ბოლო თვეებში რამდენჯერმე მოათავსეს საავადმყოფოში, ცნობების თანახმად, ფილტვების ინფექციის გამო.
XS
SM
MD
LG