Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლო განიხილავს ბოლოტნაიას მოედანზე დაკავებულთა საქმეებს


მოსკოვის სასამართლოში დაიწყო ბოლოტნაიას მოედანზე 2012 წლის 6 მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბრალდებულ პირთა საქმეების განხილვა. წინასწარი მოსმენებისას, სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა - მათ შორის შუამდგომლობა დაზარალებულთა სიიდან 73 პოლიციელის ამოღების შესახებ. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პოლიციელები დაზარალებულად იქნენ აღიარებული მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი ტრავმა არ მიუღიათ ბოლოტნაიას მოედანზე არეულობების დროს. ბოლოტნაიას საქმეზე 12 პირია ბრალდებული. მათ შორის რვას აქვს წაყენებული მასობრივი არეულობისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებები, სამს - მასობრივ არეულობაში მონაწილეობის, ხოლო ერთს - პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდებების ბრალდება. ოპოზიციონერი აქტივისტები აცხადებენ, რომ პოლიციასთან შეტაკებები ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მიზანმიმართული პროვოკაციის შედეგი იყო.
XS
SM
MD
LG