Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ისრაელში იმყოფება. დღეს ბიძინა ივანიშვილი პირისპირ შეხვდა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი იყო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და კულტურული ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ისრაელის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა სამუშაო სადილი, რომელსაც ორი ქვეყნის ოფიციალური პირები დაესწრნენ. შიმონ პერესთან შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილმა იერუსალიმში დაათვალიერა ჰოლოკოსტის მუზეუმი და მემორიალთან მიაგო პატივი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას. 25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს და ქნესეთის სპიკერს. სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები - მაია ფანჯიკიძე და გიორგი კვირიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - კონსტანტინე სურგულაძე.
XS
SM
MD
LG