Accessibility links

logo-print

ჟენევაში გაემგზავრა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც 25-26 ივნისს გაიმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 24-ე რაუნდი. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე ქართული მხარე მკაცრად გააპროტესტებს რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებს, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლებას და უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სავალალო ვითარებას. ჯალაღანიას თქმით, თბილისის დელეგაცია კვლავ გამოხატავს პოზიციას, რომ აუცილებელია რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შემუშავება. ჟენევის დისკუსიაში მონაწილეობისთვის შვეიცარიაში გაემგზავრნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დელეგაციებიც.
XS
SM
MD
LG