Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში მიმდინარეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია


სტრასბურგში მიმდინარეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია, რომელსაც ტრადიციულად ესწრება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. სესიის გახსნამდე ევროპის სახალხო პარტიის წევრებმა ასამბლეას შესთავაზეს დებატები თემაზე - საქართველოში სიტუაციის გაუარესება, თუმცა, როგორც სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” სტრასბურგიდან აცნობა პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ეს წინადადება არ მიიღო. ხიდაშელის განცხადებით, სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში არაფერი ხდება ისეთი, რის შესახებაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დებატები უნდა გამართოს. სხდომის დაწყებამდე, დღეს, დილით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონს, რომელსაც თინა ხიდაშელის თქმით, გააცნეს საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები, მათ შორის ფარულ სამალავებში ადამიანების წამების ამსახველი ვიდეომასალების აღმოჩენის ფაქტი. ”ჩანაწერები სტრასბურგში თან მაქვს და ბუნებრივია, შევთავაზეთ, რომ თუკი ეჭვი ეპარებათ ჩვენს ნათქვამში, შეუძლიათ საკუთარი თვალით ნახონ, მაგრამ ჯერ ასეთი ეჭვი არავის გამოუთქვამს”, - განაცხადა ხიდაშელმა.
XS
SM
MD
LG