Accessibility links

წინასწარი ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა დაადასტურებს ვანო მერაბიშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტს


საქართველოს მთავარი პროკურატურაში 17 საათზე დაინიშნა ბრიფინგი, რომელზეც წინასწარი ინფორმაციით, დადასტურდება ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისთვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტი. ამ დრომდე ვანო მერაბიშვილი ოფიციალურადაა ბრალდებული 2011 წლის 26 მაისს, თბილისში საპროტესტო აქციის ძალით დაშლისას დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, უმუშევართა აღრიცხვის სახელმწიფო პროგრამით ნაციონალური მოძრაობის ფარული დაფინანსების შედეგად სახელმწიფოს 5 მილიონ 200 ათასი ლარით დაზარალებასა და სხვისი საკუთრების უკანონოდ ფლობაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი წინასწარ პატიმრობაში, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG