Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ გადადო „ბოლოტნაიას საქმის“ განხილვა


მოსკოვში სასამართლომ გადადო „ბოლოტნაიას საქმის“ განხილვა, დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო. მოსალოდნელია, რომ საქმის არსებითი განხილვა 25 ივნისს დაიწყება. საქმე ეხება მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე 2012 წლის 6 მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბრალდებული პირების გასამართლებას. ბრალდებულია 12 პირი. მათ შორის რვას აქვს წაყენებული მასობრივი არეულობისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებები, სამს - მასობრივ არეულობაში მონაწილეობის, ხოლო ერთს - პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდების ბრალდება. ოპოზიციონერი აქტივისტები აცხადებენ, რომ პოლიციასთან შეტაკებები ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მიზანმიმართული პროვოკაციის შედეგი იყო.
XS
SM
MD
LG