Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა


საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე - მას ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვისას მერაბიშვილმა გამოიყენა მოწმის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი თავისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანი 2006 წლის იანვარში მოკლეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ოთხი პირი იქნა გასამართლებული.
XS
SM
MD
LG