Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაარში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის ქალაქ ყანდაარში გზისპირა ბომბზე მინიავტობუსი აფეთქდა, რასაც სულ ცოტა ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ყანდაარის გუბერნატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქება სამშაბათს ქალაქის ჩრდილოდასავლეთში მოხდა. პოლიციის ცნობით, ოჯახი ნიშნობის წვეულებაზე მიემგზავრებოდა. დაღუპულთა შორის რვა ქალია და ერთი ბავშვი. დაიჭრა ორი მამაკაცი.
XS
SM
MD
LG