Accessibility links

logo-print

ტაშკენტის აეროპორტში ყირგიზი აქტივისტი დააკავეს


ყირგიზი აქტივისტი ტოლეკან ისმაილოვა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის აეროპორტში დააკავეს. ეს ინფორმაცია ისმაილოვას კოლეგამ - დმიტრი კაბაკმა დღეს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისმაილოვას დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია. ისმაილოვამ მოახერხა კაბაკისთვის მიეწერა, რომ ის „შავ სიაშია და პოლიციელის თქმით, დეპორტაცია ემუქრება“. ისმაილოვას ქალიშვილმა ლირამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტაშკენტის აეროპორტში გაემგზავრნენ უზბეკეთში ყირგიზეთის საელჩოს თანამშრომლები, ისმაილოვას დაკავების მიზეზის დასადგენად. ტოლეკან ისმაილოვას უფლებადამცველი ჯგუფი, რომელსაც ადრე „მოქალაქეები კორუფციის წინააღმდეგ“ ერქვა, ყირგიზეთის მთავრობის მწვავე კრიტიკოსია.
XS
SM
MD
LG