Accessibility links

logo-print

ქაბულში პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა მოხდა


სამშაბათს დილით ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეზე იერიში განახორციელა შეიარაღებულმა ჯგუფმა. ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, ოთხიდან სამი თავდამსხმელი საათნახევრიანი ორმხრივი სროლის შედეგად ლიკვიდირებულია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა იქ ჰამიდ კარზაის პრესკონფერენციისთვის ჟურნალისტები იკრიბებოდნენ. ჟურნალისტებმა თავის შეფარება მოახერხეს. სამთავრობო ძალებმა კი საპასუხო ცეცხლი გაუსხნეს თავდამსხმელებს, რომლებმაც დანაღმული ავტომანქანაც ააფეთქეს. კარზაის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. არ გავრცელებულა ინფორმაცია - იყო, თუ არა მსხვერპლი თავდამსხმელთა გარდა. აფეთქებები და აქა იქ სროლა იყო თავდაცვის სამინისტროსთანაც. აფეთქებები მოხდა სასტუმრო „არიანასთან“, სადაც ავღანეთში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფისი მდებარეობს.
XS
SM
MD
LG