Accessibility links

logo-print

აშშ მიმართავს ყველა დასაშვებ გზას ედვარდ სნოუდენის შესაპყრობად


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მიმართავს ყველა დასაშვებ გზას სადაზვერვო უწყების ყოფილი კონტრაქტორის ედვარდ სნოუდენის შესაპყრობად. სნოუდენმა გაასაჯაროვა ინფორმაცია აშშ-ის თვალთვალის პროგრამების შესახებ. ედვარდ სნოუდენის ადგილსამყოფელი უცნობია. კვირას ის ჰონგ კონგიდან მოსკოვში გაემგზავრა. ორშაბათს კუბაზე უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის არ აღმოჩნდა „აეროფლოტის“ შესაბამის რეისზე. „ვიკილიკსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა, რომელიც მხარს უჭერს სნოუდენს, განაცხადა, რომ სნოუდენი მოსკოვიდან ეკვადორში გაემგზავრა, სადაც თავშესაფრის მიღება სურს. ასანჟის თანახმად, სნოუდენი თავს კარგად გრძნობს და უსაფრთხოდ არის. თეთრი სახლის ინფორმაციით, სნოუდენი ჯერ კიდევ მოსკოვშია და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას ის აშშ-ს გადასცენ.
XS
SM
MD
LG