Accessibility links

logo-print

ევროკავშირი დათანხმდა თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლებას


ევროკავშირის მინისტრები დათანხმდნენ თურქეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების განახლებას, სამწლიანი პაუზის შემდეგ. ევროპის საკითხთა მინისტრებმა დღეს ლუქსემბურგში ჩატარებულ შეხვედრაზე გადაწყვიტეს, დაიწყოს ახალი ეტაპი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ, კერძოდ, რეგიონული პოლიტიკის საკითხების განხილვა. მოლაპარაკების განახლება გადაწყდა მიუხედავად ევროკავშირის ზოგი წევრის უარყოფითი დამოკიდებულებისა, რომელსაც იწვევს თურქეთში ბოლოდროინდელი ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ მიმართული ზომები. მოლაპარაკების დაწყების თარიღი დასახელდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი შემოდგომაზე წარმოადგენს მორიგ წლიურ ანგარიშს თურქეთში რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.
XS
SM
MD
LG