Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი უარყოფს სნოუდენის საქმესთან რუსეთის ყოველგვარ კავშირს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უარყოფს თავისი ქვეყნის ყოველგვარ კავშირს ედვარდ სნოუდენთან - შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილ კონტრაქტორთან, რომელზეც ვაშინგტონს ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. ლავროვმა სამშაბათს, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, „უსაფუძვლო და მიუღებელი“ უწოდა შეერთებული შტატების ბრალდებას, რომ მოსკოვი სნოუდენს ეხმარება. გაურკვეველია, ამჟამად სად იმყოფება ედვარდ სნოუდენი, რომელიც კვირას ჰონ-კონგიდან მოსკოვში გაფრინდა. ლავროვის თქმით, სნოუდენი არ შესულა რუსეთის ტერიტორიაზე. მინისტრს არ განუმარტავს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეჭვმიტანილი მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო არეალში რჩება. ედვარდ სნოუდენისათვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება მის მიერ აშშ-ის საიდუმლო პროგრამაზე ინფორმაციის გამხელას.
XS
SM
MD
LG