Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდა


სამხრეთმა კორეამ კიბერგანგაში გამოაცხადა მის ოფიციალურ ვებსაიტებზე განხორციელებულ, სავარაუდოდ, კოორდინირებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით. ცნობების თანახმად, შეტევა მიმართული იყო პრეზიდენტის ოფისის, მთავრობის ზოგი უწყების და რამდენიმე მედიასაშუალების წინააღმდეგ. ინციდენტი ემთხვევა 1950 წელს კორეის ომის დაწყების მორიგ წლისთავს. სამხრეთ კორეაზე წინა კიბერშეტევების შემთხვევებში, ჩრდილოეთ კორეას აკისრებდნენ მათზე პასუხისმგებლობას. დღეს სამხრეთ კორეის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ჰაკერების ვინაობა უცნობია.
XS
SM
MD
LG