Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავარ პროკურორს გადაეცა სრული საპროკურორო უფლებამოსილება


დღეიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრი საპროკურორო უფლებამოსილებით აღარ სარგებლობს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შედეგად, საპროკურორო უფლებამოსილება სრული მოცულობით გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელმაც 15 დღის ვადაში უნდა დაასრულოს მოადგილეების და პროკურორების დანიშვნა. თბილისში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ დღეიდან მთავარი პროკურორია პასუხისმგებელი სისხლის სამართლის მიმდინარე და მომავალ საქმეებზე და იუსტიციის მინისტრს მათ მიმდინარეობაში ჩარევა ეკრძალება. დღეიდან იუსტიციის მინისტრისგან მთავარ პრკურორს გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის, ელჩების, პარლამენტის წევრების, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და სხვა მაღალჩინოსნების დაკავების, თუ სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილება. ახალი კანონმდებლობითვე, მთავარ პროკურატურაში შეიქმნება გენერალური ინსპექცია, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და მინისტრისგან დამოუკიდებლად იქნება პასუხისმგებელი პროკურორების საქმიანობის კონტროლსა და საჭიროების შემთხვევაში, მათ დასჯაზე.
XS
SM
MD
LG